ხვანჭკარა

პრემიუმ შეფუთვის კონცეფცია ხვანჭკარის ღვინისთვის.

ხვანჭკარის ღვინის შეფუთვის კონცეფცია, სადაც მთავარი ყურადღება პროდუქტის წარდგენისთვის განკუთვნილ ყუთზეა გამახვილებული. პროექტი აერთიანებს შეფუთვის კონსტრუქციას, გრაფიკულ დეტალებსა და დამუშავების ტექნიკას, რომლებიც მის საბოლოო ვიზუალურ სახეს ქმნის.

პროექტი
ღვინის შეფუთვა · საკლიენტო პროექტი · 2023
მიმართულებები
შეფუთვის დიზაინი / გრაფიკული დიზაინი
დიზაინი
Nikoloz Tse.
ხვანჭკარას ღვინის ყუთი და ბოთლი

იდეა

შეფუთვა, როგორც პრეზენტაცია

შეფუთვა პროდუქტის გამოცდილების ნაწილია. მისი პროპორციები და ვიზუალური დეტალები გავლენას ახდენს ღვინის აღქმაზე მანამდეც, სანამ ყუთი გაიხსნება.

ხვანჭკარის ღვინის ყუთის საბეჭდი ფაილი: წითელი ყუთი ბოთლით, გერბითა და წარწერით

კონსტრუქცია და დამუშავება

შერჩეული ვიზუალები აჩვენებს შეფუთვის კონსტრუქციასა და გრაფიკულ გადაწყვეტას შორის კავშირს: როგორ მუშაობს დიზაინი ერთიან ობიექტად.

ყუთის დამამუშავებელი ფენა: ბოთლი, ხელმოწერა და სახელწოდება ყუთის დამამუშავებელი ფენა: მარნის ბეჭდები